ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიატმა ხატია დეკანოიძემ ადგილობრივი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.
ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან: ლელო - ანა ნაცვლიშვილი; გირჩი - მეტი თავისუფლება - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ოპოზიციას მომავალი კოალიციურ მმართველობაში ესახება. მისივე თქმით, თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.